1. პროექტის სახელი: მარტივი და რთული პროცენტის დარიცხვის წესები
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები უნდა გაერკვნენ მარტივი და რთული პროცენტის დარიცხვის წესებში და დაუკავშირონ ეს ოპერაციები რეკურენტულ მიმდევრობებს - არითმეტიკულ და გეომეტრიულ პროგრესიებს.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა ბანკებში ანაბარზე დარიცხვის ან განვადების პირობებს, სხვადასხვა საკრედიტო ბარათების გამოყენების წესებს (მოიპოვებენ სარეკლამო ბუკლეტებს). შეისწავლიან მარტივი და რთული პროცენტის დარიცხვის წესებს, მოიძიებენ ინტერნეტით ხელშეკრულებების ფორმებს და გაეცნობიან მათ პირობებს.ამის შემდეგ თითოეული ჯგუფი შეასრულებს მისთვის მიცემულ დავალებას და მოამზადებს საპრეზენტაციოდ შესაბამის სლაიდშოუს.
პირველი ჯგუფი - განიხილავს კონკრეტულ ამოცანას, განაზოგადებს, გააანალიზებს და დაუკავშირებს მარტივი პროცენტის დარიცხვის წესს - არითმეტიკულ პროგრესიას, ხოლო რთული პროცენტის დარიცხვის წესს - გეომეტრიულ პროგრესიას.
მეორე ჯგუფი დავალებად მიცემული ამოცანის პირობის მიხედვით ივარაუდებს, რომ არითმეტიკული პროგრესიის გრაფიკის წერტილები წრფეზეა განლაგებული. ხოლო გეომეტრიულ პროგრესიას დაუკავშირებს მაჩვენებლიან ფუნქციას. დაასკვნის, რომ ზოგადად გეომეტრიული მიმდევრობა უფრო სწრაფად იზრდება არითმეტიკულ მიმდევრობასთან შედარებით.
მესამე ჯგუფი დავალებად მიცემული ამოცანის მიხედვით ,,EXCEL’’-ში შეადგენს ცხრილს, რომლის მიხედვით განსაზღვრავს ხელშეკრულების ვადების მიხედვით რა პირობებით შეუძლია უფრო მეტი სარგებლის მიღება.
სამივე ჯგუფი მის მიერ შექმნილ საპრეზენტაციო მასალას განათავსებს ვებ-გვერდზე\ბლოგზე.
4. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი, მე-10 კლასი.
5. ვადები\ ხანგრძლივობა: 2 კვირა.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფებს დაევალებათ მახლობლად მდებარე სხვადასხვა ბანკის ფილიალებში გაეცნონ ამ კონკრეტულ ბანკებში დარიცხვის წესებს (შესაძლებელია დარიცხვის სხვა ფორმებსაც). აღნიშნულ თემას საკრედიტო ოპერაციებიც ეხმიანება, რასაც შესაძლოა კვლავ პროგრესიებამდე მივყავდეთ. დაევალებათ, ასევე ინტერნეტით მოიძიონ ხელშეკრულებების სხვადასხვა ფორმები, გააანალიზონ და მიუსადაგონ სახელმძღვანელოში მოცემულ ამოცანებს. საპრეზენტაციოდ დაევალებათ შექმნან სლაიდშოუ და განათავსონ ინტერნეტის ვებ-გვერდზე/ბლოგზე, ხოლო ცხრილები და გრაფიკები მოამზადონ, შესაბამისად, პროგრამა,,EXCEL“-ში და geogebra-ში.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეისწავლიან მარტივი და რთული პროცენტის დარიცხვის წესებს, დაუკავშირებენ მარტივ პროცენტს -წრფივ ფუნქციას და არითმეტიკულ პროგრესიას, რთულ პროცენტს-გეომეტრიულ პროგრესიას და მაჩვენებლიან ფუნქციას. ააგებენ გრაფიკებს პროგრამა geogebra-ში, პროგრამა ,,EXCEL“-ში ჩაწერენ ცხრილის სახით მეტი სარგებლის დადგენის წესს კონკრეტული ამოცანებისთვის, შეემატებათ მნიშვნელოვან საფინანსო ინსტიტუტებში ჩართულობის განცდა.
8. სარგებელი სხვებისთვის: შეძლებენ კონკრეტული შემოთავაზებების შემთხვევაში საუკეთესო არჩევანის გაკეთებას, გაუწევენ კონსულტაციას ნაცნობებს.
9. ენა: ქართული.
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: სურვილის მიხედვით
11. საგნებთან\ საგნობრივ ჯგუფებთან\ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა, ეკონომიკა (საზოგადოებრივი მეცნიერებები), ინფორმატიკა.
12. პროექტის ფასილიტატორი: 159-ე სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ქეთევან მიშველაძე
13. ფასილიტატორის ელ. ფოსტა: k.mishveladze154@gmail.com
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment